ქართული სანელებლების კომპანია „ოჯახური“ ასორტიმენტს ზრდის. უახლოეს მომავალში წარმოებას რამდენიმე ახალი პროდუქტი დაემატება. ქართული ბაზრისთვის წარმოებას დაემატა ტყემალი ( წითელი, მწვანე, ყვითელი) ასევე კაკლის მურაბა.
როგორც „ოჯახურის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ნეფარიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, ახალი პროდუქცია ქსელურ მარკეტებში უახლოეს პერიოდში ჩაეშვება.
,,ვაგრძელებთ ტრადიციას და მომხმარებელს რამდენიმე ახალ პროდუქტს წელსაც შევთავაზებთ. ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ ტყემლის წარმოებაზე, ეტიკეტირების პროცესი გავიარეთ და პროდუქტი რეალიზაციაში უახლოეს დღეებში ჩაეშვება. ყოველთვის დიდი მოთხოვნა და ინტერესია იმ პროდუქციაზე, რომელიც მხოლოდ ექსპორტზე გადის, ამიტომ ტყემალი ( წითელი, მწვანე, ყვითელი) ასევე კაკლის მურაბა სპეციალურად ადგილობრივი ბაზრისთვის დავამატეთ.
დარწმუნებულები ვართ მომხმარებელი ისევე შეიყვარებს, როგორც ჩვენს სანელებლებს თუ სხვა პროდუქტებს. სანამ მარკეტებში დაემატება, მომხმარებელს შეუძლია საკურიერო სერვისით სარგებლობა და ამ პროდუქციის ჩვენი ვებ გვერდიდან შეძენა“, - ამბობს სალომე ნეფარიძე.
როგორც ცნობილია, „ოჯახური“ აწარმოებს არა მხოლოდ ცალკეული სახეობის, არამედ შერეულ სუნელებსაც, რომლებიც სხვადასხვა კერძისთვის არის განკუთვნილი. შედეგად, მომხმარებელს არ უწევს რამდენიმე სახეობის ცალ-ცალკე შეფუთვით შეძენა, რადგან კომპანიამ ისინი უკვე ერთ შეფუთვაში გააერთიანა.
ცნობისთვის, „ოჯახური“ 2010 წელს დაარსდა. საწარმოში სტაბილურად 70 ადამიანია დასაქმებული.