ამ სტატიაში გაგიზიარებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას. რა უნდა იცოდეთ სუნელ-სანელებლების ვარგისიანობის შესახებ.
ჩვენი შეფუთვის უკანა მხარეს დატანილია ვარგისიანობის ვადა, რომელსაც შეძენისას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება.
გამოიყენეთ სუნის ტესტი: სანელებლებს უნდა ჰქონდეს მკაფიო, ძლიერი არომატი, თუ მას სურნელი არ აქვს, შესაბამისად დიდი ალბათობით გემოვნური თვისებებიც დაკარგული ექნება.
დროდადრო, გახსენით შეფუთვა:
შეიგრძენით არომატი და დააგემოვნეთ. როდესაც სანელებელს ვარგისიანობის ვადა გასდის, ის კარგავს სუნსა და ფერს, თუმცა ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, იგი ხდება ნაკლებად აქტიური.
იმისათვის რომ შევძლოთ სუნელების ვადის გახანგრძლივება, ამისათვის რამოდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, მაგალითად:
სუნელები უნდა შევინახოთ აუცილებლად მშრალ და გრილ ადგილას, რათა თავიდან აიცილოთ მისი დანესტიანება და კონსისტენციის შეცვლა.
ეცადეთ შეფუთვაში არ მოათავსოთ სველი კოვზი, რადგან ეს ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ სუნელი დანესტიანდეს და ვადაზე ადრე დაკარგოს ვარგისიანობა.
გამოყენების შემდეგ დარწმუნებულები უნდა იყოთ იმაში, რომ შეფუთვა კარგად არის დალუქული.
საბოლოო ჯამში, საუკეთესო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი სანელებლები ყოველთვის ახალი, არომატული და გემრიელი იყოს, უმჯობესია ის შეიძინოთ ხშირად და ცოტა რაოდენობით.
ამ შემთხვევაში ვარგისიანობასთან დაკავშირებულ ყველა გართულებას თავიდან აიცილებთ.