ქართულმა სუნელ-სანელებლების მწარმოებელმა საწარმომ „ოჯახურმა“ საქართველოს ბაზარზე რეალიზაცია 29%-ით გაზარდა.
ადგილობრივ ბაზარზე, 2022 წელს კომპანიამ ქსელური მარკეტების 80%-ზე მეტი აითვისა, საექსპორტო ქვეყნების რიცხვმა კი 11-ს მიაღწია.
კომპანიაში აცხადებენ, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ჯერ კიდევ ვერ ხერხდება ექსპორტის განახლება.
ცნობისთვის, კოპანია „ოჯახური“ ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს, საწარმოს საწყის კაპიტალს 1000 ლარი წარმოადგენდა.