Мировая Кулинария

რაჭული ლობიანი

 შემადგენლობა:

  • წყალზე მომზადებული ცომი: 500 მლ
  • ქონა ლობიო (თეთრი ყავისფერი ლაქებით): 800 გრ
  • ლორი (რაჭული ლორი): 100 გრ
  • ცხიმი (ზეთი ან კარაქი ან ღორის ქონი): 50გრ
  • მარილი: გემოვნებით.

 

მომზადების წესი:

        ამოსული ცომისგან გავაკეთოთ 7 გუნდა და გავაჩეროთ 15 წუთი. ლობიო შეგიძლიათ ლორთან ერთად მოხარშოთ ან ცალკე. კარგად მოხარშული ლობიო გადავწუროთ, ჩავამატოთ ცალკე მოხარშული წვრილად დაჭრილი ლორი. თუ ლორის ნაჭერი ნაკლებ ცხიმიანია დაუმატეთ ზეთი ან კარაქი ან ღორის ქონი, მარილი და კარგად "მოტუკეთ" (გაჭყლიტეთ). ლობიოც გავყოთ 7 ნაწილად. (არ არის საჭირო წიწაკა, ქონდარი, ნიორი და ხახვი). ავიღოთ ცომის გუნდა და ჩავდოთ ლობიო მოუკრათ თავი, გავაბრტყელოთ და დავდოთ ცხელ ტაფაზე. დანის წვერით გავსეროთ ლობიანის შუაგული რომ არ გაიბეროს. დავახუროთ თავზე და ვაცხობთ საშუალო ცეცხლზე 5 წუთი, ქურაზე ზემოდან. ზედაპირი რომ მოუშრება თავსახური გადავხადოთ და ლობიანი შევდგათ გაზქურაში რომ თავი ლამაზად გამოცხვეს. ღუმელში უნდა იყოს მხოლოდ ზედა მხარე ანთებული თავის გამოსაცხობად. აქაც ვაცხობთ 3-4 წუთი და ლობიანიც მზად არის. ცხელ ლობიანს თავზე გადაუსვით ლორის ცხიმიანი ნაჭერი ან კარაქი.