ჩაქაფული

        შემადგენლობა:

  • ბატკნის ან ხბოს ხორცი: 1 კგ
  • ტყემალი: 10 ც
  • მწვანე ხახვი: 3 კონა
  • ტარხუნა: 10 კონა
  • ქინძი: 2 კონა
  • თეთრი ღვინო: 500 მლ
  • ნიორი: 3-4 კბილი
  • მარილი: გემოვნებით
  • მწვანე წიწაკა: გემოვნებით.

 

მომზადების წესი:

       ხორცი დაჭერით საშუალო ან პატარა ზომის ნაჭრებად.მოამზადეთ საჭირო ინგრედიენტები. დაჭერით ხახვი, ტარხუნა, ქინძი, თუ ტარხუნას უხეში ღერო აქვს, ფოთლები გააცალეთ და ისე დაჭერით. ქვაბში პირველ ფენად ჩააწყვეთ ხორცი, ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და რამდენიმე ტყემალი. ბოლომდე ასე ფენა-ფენა ჩააწყვეთ ხორცი, ტყემალი და მაწვანილი. მოასხით თეთრი ღვინო. სურვილისამებრ შეგიძლიათ ცოტაოდენი წყალიც დაუმატოთ, რომ კერძი უფრო წვნიანი გამოვიდე. მოასხით თეთრი ღვინო. სურვილისამებრ შეგიძლიათ ცოტაოდენი წყალიც დაუმატოთ, რომ კერძი უფრო წვნიანი გამოვიდეს. ქვაბი საშუალო ცეცხლზე დადგით და თავსახური დაახურეთ, არმ ოურიოთ. როდესაც ჩაქაფული მზად იქნება, ჩაამატეთ ცოტა ტარხუნა და ცეცხლიდან გადადგით. ეს კერძს ტარხუნის ცოცხალ გემოს მისცემს. ჩაქაფულს უხდება თეთრი ღვინო.

1506
1

ხინკალი

     შემადგენლობა:

ცომი:

  • პურის ფქვილი: 1.4 კგ
  • წყალი: მაგარი ცომის მოსაზელად
  • მარილი: 1/2 ჩაის კოვზი.

ფარში:

  • საქონლის ხორცი: 600 გრ
  • ღორის ხორცი, ცხიმიანი: 600 გრ
  • ხახვი: 3 საშუალო ზომის (180 -200 გრ დაახლოებით)
  • წიწაკა: 1 ცალი
  • წყალი: რამდენსაც შეირევს ფაფუკი მასის მისაღებად.

შენიშვნა: საქონლისა და ღორის (ან ცხვრის) ხორცის პროპორცია არის 1:1.

  • საჭირო ინვენტარი: საბრტყელებელი, ხორცსაკეპი, დიდი ზომის ქვაბი
  • მომზადების დრო: 2 საათი საშუალოდ
  • რაოდენობა: საშუალოდ გამოდის 50 ხინკალი.

 

მომზადების წესი:

       ცომი: იზილება ოთახის ტემპერატურის, ან ნელ-თბილ წყალზე, მარილით. მაგარი კონსტიტენციის ცომი. ზელვა უნდა დიდხანს, თუ ფქვილი არასაიმედოა, შესაძლოა კვერცხის დამატებაც, რომ ხინკალი არ ჩაიშალოს ხარშვისას.

       ფარში: მწარე წიწაკას (გაჭერით და თესლები გამოაცალეთ) დაასხით ცხელი წყალი, ჩაყარეთ იმდენი მარილი, რომ დაამლაშოს წყალი. დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ იმდენ ხანს, რომ თბილ ტემპერატურაზე დადგეს. ერთმანეთს შეურიეთ გატარებული ან დაკეპილი ხორცი და გატარებული ან დაბლენდერებული ხახვი, შეურიეთ ერთმანეთს. მერე ეს ფარში შეაზავეთ წინასწარ გამზადებული წიწაკა-მარილიანი წყლით. წყალი ბევრი არ უნდა მოგივიდეთ. ფარშს არ უნდა ედგას თავზე წყალი. არ უნდა გაათხელოთ. ისეთი კონსტიტენციის უნდა იყოს, გაბრტყელებულ ცომზე რომ დადებთ, შეკრულად იდოს, წვენი აქეთ-იქეთ არ უნდა გაუვიდეს;ფარშის მომზადებაში ცომი უნდა დაასვენოთ;

მერე მოახვევთ:
       ცომი გაყავით 2-3 ნაწილად; ერთი გუნდა გააბრტყელეთ 0.5 სმ სისქის წრედ და მასში ამოჭერით წრეები, დაახლოებით 4 სმ დიამეტრით; მორჩენილი ცომი მოაგროვეთ და გადაინახეთ, წრეები კი გააბრტყელეთ; ამისათვის ჯერ შუაგულში ჩააწექით თითებით (მუჭად შეკრული), შემდეგ კი კიდეები გაუბრტყელეთ საბრტყელებლით. ასე ცომის შუაგული სქელი დარჩება და არ გაიხევა, კიდეები კი "კუჭად" შეკვრისას ადვილად მოგროვდება, თან მოუხარშავიც არ დარჩება, თავისთავად პატარაც გამოვა. ასე გაიმეორეთ დანარჩენი ცომის შემთხვევაშიც.

    ფარში კოვზით აიღეთ და დადევით ცომის შუაგულში, კიდეები ფრთხილედ მოაგროვეთ 
და ერთად შეკარით.

1497
1

ფენოვანი ხაჭაპური

     შემადგენლობა:

  • კვერცხი: 1 ც
  • წყალი: 1 ჩ.ჭ
  • ძმარი: 3 ს.კ
  • ზეთი: 3 ს.კ
  • ფქვილი: 3 ჩ.ჭ
  • მარგარინი: 400 გრ
  • ყველი: 1 კგ
  • კვერცხი: 2-3 ცალი


მომზადების წესი: 
       კვერცხი გავთქვიფოთ, დავასხათ თბილი წყალი, დავამატოთ ძმარი,ზეთი და მოვზილოთ მაგარი ცომი. 400 გრ მარგარინი გავყოთ სამ ნაწილად. ცომი კარგათ გავაბრტყელოთ და ხელით წავუსვათ მარგარინის მესამედი ნაწილი, დავკეცოთ კონვერტისებურად და შევდგათ მაცივარში 30-40 წთ. შემდეგ გამოვიღოთ. კარგად გავაბრტყელოთ და წავუსვათ მარგარინის მეორე ნაწილი, გადავკეცოთ და კიდევ შევდგათ იმავე დროით მაცივარში. ეს ოპერაცია გავიმეოროთ მესამეთაც. ასეთი ცომი შეიძლება შევინახოთ მაცივარში 2-3 დღე და როცა გვინდა, მაშინ გამოვაცხოთ. მომზადებული ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცელზე, დავადოთ ყველის გულსართი, ზემოდან დავადოთ გაბრტყელებული მეორე ცომი, ნაპირები შევუკრათ, ზემოდან წავუსვათ წყალში გახსნილი კვერცხის გული და შევდგათ კარგად გაცხელებულ აირღუმელში გამოსაცხობად. შუა ცხობის დროს ცეცხლის სიძლიერე მოვუკლოთ.

1510
1

საცივი

     შემადგენლობა:

  • ინდაური ან მოზრდილი ქათამი: 1 ცალი
  • ნიგოზი:  1 კგ
  • ხახვი: 250 გრ
  • უცხო სუნელი:  1 სადილის კოვზი
  • ყვითელი ყვავილი:  2 სადილის კოვზი
  • მიხაკი: 1 ჩაის კოვზი
  • დარიჩინი: 1/2 ჩაის კოვზი
  • ხმელი ქინძი: 1/2 ჩაის კოვზი
  • ნიორი: 2 კბილი
  • მარილი: გემოვნებით
  • წითელი წიწაკა:  გემოვნებით.

 

მომზადების წესი:
     მოამზადეთ ინგრედიენტები: მიხაკი, დარიჩინი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, წითელი წიწაკა. ნიგოზი 2-3-ჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.

ქათამი ან ინდაური მოხარშეთ, შეაგრილეთ, მარილი მოაყარეთ და აირღუმელშიშებრაწეთ და საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით.
ხახვი წვრილად დაჭერით და ქათმის ბულიონიდან მოხდილ ცხიმში მოშუშეთ. თუ ბულიონი ნაკლებცხიმიანია, კარაქი დაუმატეთ.
სანელებლები, დანაყილი ნიორი და ნიგოზი ერთად ზილეთ ხელით, სანამ ზეთი არ გამოუვა. ზეთი შეინახეთ.
ნიგვზის მასას შეურიეთ მოშუშული ხახვი, ცოტა ბულიონი და ბლენდერში ათქვიფეთ, მიღებულ მასას იმდენი ბულიონი დაუმატეთ, რომ თხელი არაჟნის სისქის მასა გამოვიდეს.
ნიგვზიანი მასა ბულიონში ჩაასხით და 5-10 წუთით ადუღეთ, შემდეგ შიგ ქათმის ნაჭრები ჩააწყვეთ. საცივი კიდევ ერთხელ წამოადუღეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.                                                        

1406
1

რაჭული ლობიანი

     შემადგენლობა:

  • წყალზე მომზადებული ცომი: 500 მლ
  • ქონა ლობიო (თეთრი ყავისფერი ლაქებით): 800 გრ
  • ლორი (რაჭული ლორი): 100 გრ
  • ცხიმი (ზეთი ან კარაქი ან ღორის ქონი): 50გრ
  • მარილი: გემოვნებით.

 

მომზადების წესი:

        ამოსული ცომისგან გავაკეთოთ 7 გუნდა და გავაჩეროთ 15 წუთი. ლობიო შეგიძლიათ ლორთან ერთად მოხარშოთ ან ცალკე. კარგად მოხარშული ლობიო გადავწუროთ, ჩავამატოთ ცალკე მოხარშული წვრილად დაჭრილი ლორი. თუ ლორის ნაჭერი ნაკლებ ცხიმიანია დაუმატეთ ზეთი ან კარაქი ან ღორის ქონი, მარილი და კარგად "მოტუკეთ" (გაჭყლიტეთ). ლობიოც გავყოთ 7 ნაწილად. (არ არის საჭირო წიწაკა, ქონდარი, ნიორი და ხახვი). ავიღოთ ცომის გუნდა და ჩავდოთ ლობიო მოუკრათ თავი, გავაბრტყელოთ და დავდოთ ცხელ ტაფაზე. დანის წვერით გავსეროთ ლობიანის შუაგული რომ არ გაიბეროს. დავახუროთ თავზე და ვაცხობთ საშუალო ცეცხლზე 5 წუთი, ქურაზე ზემოდან. ზედაპირი რომ მოუშრება თავსახური გადავხადოთ და ლობიანი შევდგათ გაზქურაში რომ თავი ლამაზად გამოცხვეს. ღუმელში უნდა იყოს მხოლოდ ზედა მხარე ანთებული თავის გამოსაცხობად. აქაც ვაცხობთ 3-4 წუთი და ლობიანიც მზად არის. ცხელ ლობიანს თავზე გადაუსვით ლორის ცხიმიანი ნაჭერი ან კარაქი.

1699
1